Friday, April 29, 2011

გამოყენებული ლიტერატურა

გაბესკირია, ალ.

თბილისის სტამბა 250 წლისაა : [ქართული სტამბის დაარსების 250 წლისთავი] / ალ გაბესკირია // ახალგაზრდა სტალინელტ. - თბილისი, 1959. - 23 ოქტომბერი

გოგოლაძე, ვ.

ვახტანგ მეექვსეს პოლიგრაფიული და საგამომცემლო მოღვაწეობა : [ქართული სტამბის დაარსების 250 წლისთავი] / ვ. გოგოლაძე // ბრძოლის დროშა. - ჩოხატაური, 1959. - 14 ოქტობერი, 16 ოქტომბერი

ასოციაციური კავშირები

სტამბის ისტორია

პოლიგრაფიული საწარმო, რომელიც უშვებს ნაბეჭდ პროდუქციას ძირითადად მაღალი ბეჭვდის ხერხით. სტამბას აგრეთვე ხშირად უწოდებენ პოლიგრაფიულ საწარმოს, სადაც იყენებენ ოფსეტური და ღრმა ბეჭვდის ხერხებს.
თანამედროვე გაგებით, ბეჭდვის ისტორია სათავეს იღებს იმ მომენტიდან, როცა დაიწყეს უკუღმა ამოჭრილი მეტალის, მოძრავი, ამობურცული ასოების დამზადება. ეს გამოგონება ეკუთვნის გერმანელ იოჰან გუტენბერგს. 1439 წელს მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი ევროპაში ბეჭდვას. ინოვატორს სტამბის შექმნაში ეხმარებოდნენ იოჰან პუსტი და პიტერ შოფერი. დაახლოებით 10 წლის შემდეგ დაიწყო ბეჭდვის ევროპული ხანა. მე-15 საუკუნის ბოლოსთვის გერმანიაში უკვე 50-ზე მეტი ტიპოგრაფია და 200-ზე მეტი მბეჭდავი იყო. გერმანიიდან ბეჭდვა ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდა.
გუტენბერგს მიეწერება ასევე მატრიცული ბეჭდვის გამოგონება, რამაც ბეჭდვას განვითარებისაკენ უბიძგა. გუტენბერგმა შესაძლებელი გახადა ფერადი ბეჭდვა. მისმა გამოგონებებმა სასწავლო პროცესში წიგნი პირველ ადგილზე დააყენა პირველი ქართული სტამბა. დაარსდა 1708-1709 წლებში თბილისში, მტკვრის მარცხენა ნაპირას სპეციალურ აგებულ შენობაში.
სტამბის გამმართველად ვახტანგ VI-მ რუმინეთიდან მოიწვია ანთიმოზ ივერიელის ნამოწაფარი, უნგროვლახელი ოსტატი მ. იშტვანოვიჩი. პირველი წიგნი, რომელიც დაისტამბა იყო „სახარება“. 1709-1712 წლებში.

ვახტანგ VI-ის სტამბა

ვახტანგ VI-ის სტამბა, პირველი ქართული სტამბა. დაარსდა 1708-1709 წლებში თბილისში, მტკვრის მარცხენა ნაპირას სპეციალურ აგებულ შენობაში.
სტამბის გამმართველად ვახტანგ VI-მ რუმინეთიდან მოიწვია ანთიმოზ ივერიელის ნამოწაფარი, უნგროვლახელი ოსტატი მიხაი იშტვანოვიჩი. პირველი წიგნი, რომელიც დაისტამბა იყო "სახარება". 1709-1712 წლებში დაიბეჭდა 11 დასახელების წიგნი, მ. შ. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს "სწავლულ კაცთა" მიერ მეცნიერულად დადგენილი ტექსტი "ვეფხისტყაოსნისა", ვახტანგ VI-ის რედაქციითა და კომენტარებით (1712). 1713 წლიდან 1720 მიწურულამდე სტამბაში დაიბეჭდა მხოლოდ 5 წიგნი. ამ პერიოდში წიგნების გამოცემა შემცირდა ვახტანგ VI-ის ქირმანში გადასახლების გამო.
1721-1722 წლებიდან კვლავ დაიწყო სტამბაში წიგნების ბეჭდვა-გამოცემის აღორძინება: დაისტამბა ვახტანგ VI-ის მიერ თარგმნილი "ქმნულების ცოდნის წიგნი" ანუ "აიათი", ხოლო 1722 "ჟამნი", რის შემდეგაც სტამბამ არწებობა შეწყვიტა. სულ სტამბაში დაიბეჭდა 19 დასახელების წიგნი, რომელთა ბეჭდვისა და გამოცემის ხარისხი ისეთივეა, როგორც ევროპის სტამბებში გამოცემული წიგნებისა. სტამბას ჰქონდა რამდენიმე ფორმის შრიფტი: ქართული ხუცური (ასომთავრული, ნუსხური), მხედრული, ბერძნული და ლათინური; ერთსა და იმავე დროს იყენებდნენ როგორც შავს, ისე წითელ საღებავს. წიგნებში ჩართულია სურათები (გრავიურით). ტექნიკური შესრულების ყოველი მხარე - კარგი ქაღალდი, ჩინებული აკინძვა და შეკაზმვა ინდროინდელი ხელოვნების შედევრია. სტამბაში მოღვაწეობდნენ ცნობილი ოსტატები: ნ. ორბელიანი, იგივე ნ. თბილელი (ს. ორბელიანის ძმა), გერმანე მღვდელმონაზონი, კვიპრიანე სამთავნელი და სხვანი.